პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა:
● კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას და დაცვას
● კომპანია არ გამოიყენებს თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად
● თქვენი მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 14 დღის ვადაში, კომპანია მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი
პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
როგორ გიცავთ კანონი:
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ საქართველოს კანონი.
კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ
უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
● რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;
● მონაცემთა დამუშავების მიზანი;
● მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
● რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
● ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
● მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა,
წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა
კანონის საწინააღმდეგოდ. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყევტა პირდაპირი მარკეტინგის
მიზნებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ
თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა
უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
თქვენთვის აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშობა თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური
მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და
კანონისმიერი საფუძველი.
კომპანიას აქვს თქვენი ინფორმაციის დამუშავების კანონიერი საფუძველი. თქვენი პერსონალური ინფორმაცია მუშავდება კონკრეტული
მიზნით რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც,
კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
პლატფორმაზე არსებული აქტივობები:
თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის/პლატფორმის/ მეშვეობით რომელიმე აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ
გარკვეული პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:
● მომხმარებლის პროფილის (ანგარიშის) შექმნა;
● ჩვენთან მომსახურების შეკვეთა;
● ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა;
შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება:
ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:
საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია
საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია.
ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ შემდეგი სახის პირადი (პერსონალური) ინფორმაციის წარმოდგენა:
● თქვენი სახელი და გვარი;
● ელექტრონული ფოსტის მისამართი;
● ტელეფონის ნომერი;
როდესაც თქვენ უკვეთავთ მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის
ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა
ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის
ინფორმაციაზე (გარდა ბარათის ტიპისა და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრისა).
პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები
ჩვენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვაჯგუფებთ შემდეგნაირად:
● პერსონალური ინფორმაციის ტიპები და აღწერილობა
● სახელშეკრულებო დეტალური ინფორმაცია ჩვენს მიერ თქვენთვის მიწოდებული და გაწეული მომსახურების შესახებ
● ტექნიკური ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ.
● ფინანსური ინფორმაცია პლატფორმაზე თქვენი გადახდებისა თაობაზე.
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და ჩვენი მიზანი:
● თქვენთან ურთიერთობისთვის;
● ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოსაწოდებლად;
● მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;
● ვებგვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციისთვის;
რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას
თქვენ შესახებ ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური ინფორმაციის) მოპოვება ხდება თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე,
კომპანიის პლატფორმაზე/ვებგვერდზე (epicvin.ge) თქვენს მიმერ ინფორმაციის მოწოდებით
● მათ პლატფორმაზე რეგისტრაციისას თქვენ მიერ მითითებული მონაცემების (მ.შ პერსონალური ინფორმაციის) შესახებ;
● თქვენი პირადი ანგარიშით/პროფილით განხორციელებული ოპერაციების შესახებ;
● მათ პლატფორმაზე თქვენ მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების შესახებ;
● მათსა და თქვენ შორის კომპანიის მომსახურებასთან/სერვისებთან დაკავშირებით განხორციელებული წერილობითი თუ ზეპირი
კომუნიკაციის შესახებ
თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:
● როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;
● როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
● როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს;
ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:
● თქვენი თანხმობა;
● სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
● ჩვენი კანონიერი ინტერესები;
● ჩვენი კანონიერი მოვალეობა;
● რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
შპს „გეკ-საქართველო“ უფლებამოსილია მომხმარებლისათვის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით შეთავაზებების გაგზავნის მიზნებისთვის საჭირო
ინფორმაცია (მ.შ. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია) მიაწოდოს შპს „გეკ-საქართველოსთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ
სატელეკომუნიკაციო (მობილურ) ოპერატორ(ებ)ს, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ჩვენ მიერ მიწოდებული
ინფორმაციის კონფიდენციალობა და არ დაამუშავონ სხვა მიზნებისთვის.
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში,
● ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად
მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.
თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი
ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
● ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი ინფორმაცია ბიზნესის გადაცემის დროს
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად. ამ შემთხვევაში
ჩვენი სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას.
მიუხედავად ამისა, თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე
კონფიდენციალობის პოლიტიკა.
● ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით
● ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა ან
სამოქალაქოსამართლებრივი, სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული სახის საქმის წარმოების დროს, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოთხოვნის/თანხმობის სააფუძველზე ან ჩვენი ინიციატივით, როცა აღნიშნული უფლება
გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობით.
● ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის:
წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვა და განხორციელება;
ვებგვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.
ინფორმაციის უსაფრთხოება
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო
ინფორმაციის დასაცავად.
თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის
მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.
სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და
გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე
ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ
რაიმე სახის გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის
ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
თაღლითობის გამოვლენა
თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიში/პროფილი გამოყენებულ იქნას თაღლითობის
თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე
უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები/შეკვეთები ან უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
1. მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია,
არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში;
3. ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ან შეზღუდოთ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის
მისამართზე, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 14 სამუშაო დღემდე ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების დამუშავება. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვთ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან
შესაბამისი მომსახურებების მიღება.
4. უარი განაცხადოთ ავტომატური საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მონაცემების
გამოყენებაზე , რასთან დაკავშირებითაც წერილობით უნდა გვაცნობოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის
მისამართზე support@careal.ge ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, თქვენი შეტყობინების მიღებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში შევწყვიტოთ
მონაცემების ამგვარი დამუშავება; კონფიდენციალობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი
მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხის
გამოყენებით: ელ-ფოსტის მისამართი: support@epicvin.ge
რა ვადით ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.
აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო:
● კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;
● იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით;
● შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით;
● კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.
თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების
დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ
დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ
გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ
გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.
ცვლილებები კონფიდენციალობის პოლიტიკაში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა.